პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მხატვრის სებასტიან მიტლის გამოფენას “შინაურ ცხოველთა შფოთვა და შინაგანი ბავშვი”.
29 ნოემბერი, 2024 - 30 იანვარი, 2025
გამოფენა იკვლევს ფსიქოლოგიურ კავშირებს კატების, თმისა და ცვლილებების თემებს შორის. თავის გულში, შოუ წარმოადგენს მხატვრის ბრძოლას ყოყმანთან - მისთვის კატების ხატვა, აშკარად არასასიამოვნო გამოწვევა, ხდება დაუცველობისა და სპონტანურობის აღქმის სიმბოლო. გამოფენა, რომელის ცენტრალური სკულპტურა კატა “შფოთვითა და შინაგანი ბავშვით”, იკვლევს შიშისა და სურვილის ემოციურ ორმაგობას, რომელიც გარშემორტყმულია წყლის ტექსტურული გამოსახულებებით და თბილი მანქანის გამწოვებით. ეს ელემენტები, რომლებიც წარმოადგენენ კატის შიშებსა და სურვილებს, სიმბოლურად განასახიერებს მსუბუქ, მაგრამ ემოციურ დიალოგს მხატვრის შინაგან შვილთან, რომლის ყოფნაც გზამკვლევია შემოქმედებითი სერიოზულობის ქვეშ შემოქმედების სიხარულის ხელახლა აღმოჩენისთვის.
ეს შოუ წარმოადგენს წყალგამყოფ მომენტს მხატვრის კარიერაში, რომელიც ძირითადად ვიზუალური და ტექნიკით ორიენტირებული მიდგომიდან გადადის მიდგომზე, რომელიც დაუფარავად ეხება თვითრეფლექსიას და ფსიქოლოგიურ სიღრმეს. სებასტიანის 2023 წლის გამოსაშვები შოუს, Egoloch (ეგო ხვრელი) შემდეგ, ეს ნამუშევარი უფრო ღრმად იკვლევს პიროვნულ ფსიქოლოგიას, ხოლო თვითექსპლუატაციაზე უარს ამბობს. ნამუშევარი "არქდემონი" ("Egolochიდან") მკვეთრად განსხვავდება "შინაგანი ბავშვისგან", წარმოადგენს რა უნივერსალურ ეგოს, როგორც დაუცველობისა და მხიარულების პირქუშ კონტრაპუნქტს. მაშნ როცა, კატის თავში ჩახედვა ავლენს შინაგან ბავშვს, „არქდემონი“ ემსახურება ეგოს მუდმივი გავლენის შეხსენებას, რომელიც ყოველთვის აკვირდება და აყალიბებს ფსიქიკას. არტისტი სპონტანურობას შემოქმედებითი პროცესის წარმართვის ნებას რთავს, მაყურებელი გადაჰყავს ლოგიკის მიღმა სამყაროში, აერთიანებს პირქუშ ემოციებს ინტელექტუალურ სიზუსტესთან. საბოლოო პროდუქტი კი არის გულწრფელი ნაფიქრი ცვლილებაზე, თამაშზე და სიყვარულისა თუ შფოთვის დელიკატურ ბალანსზე მხატვრულ პროცესში.
სებასტიან მიტლი არის მხატვარი, რომელიც ცხოვრობს ვენაში, ავსტრიაში, მის პრაქტიკაში მეტყველებს მრავალმხრივი მხატვრული განათლება და გამოფენების დინამიური ისტორია. მას აქვს დიპლომი ხელოვნებასა და კომუნიკაციაში (2012–2020) და დიპლომი ფერწერაში ჰენინგ ბოლის კლასიდან (2017–2023), ორივე ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტიდან. მიტლმა მიიღო მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში და რეზიდენციაში, მათ შორის ბოლო სოლო და ჯგუფურ შოუებში, როგორიცაა “Current View: Chrome Lake” MAP Maebashi, იაპონია (2024) და “TEKTONICAKE” Loggia, ვენა (2021). ის იყო მხატვრის რეზიდენციაში ჰარუნას ტბა, ტაკასაკი, იაპონია (2023) და პალიანო, იტალია (2016). მისი ნამუშევრები აღიარებულია ისეთი ჯილდოებით, როგორიცაა ბურგენლანდის რეგიონალური მთავრობის მხარდაჭერის გრანტი მისი მხატვრული დიპლომისთვის (2023) და ხელოვნების მრავალი შესყიდვისთვის. მიტლის წვლილი ასევე წარმოდგენილია ცნობილ პუბლიკაციებში, როგორიცაა “artmazemag”. საკუთარ პრაქტიკაში, ის იკვლევს დინამიურ თემებს, რომლებიც რეზონანსდება სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში.