ჩვენს შესახებ

პატარა გალერეა არის საგამოფენო სივრცე, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში, დატვირთულ მიწისქვეშა გადასასვლელში, პატარა ქალაქის საყვარელი ადგილია. გვანცა ჯიშკარიანისა და ნატა ყიფიანის მიერ დაარსებული 2017 წელს, არაკომერციული სივრცე ახალგაზრდა და გაბედული ხელოვნებისთვის, პატარა ცნობილია როგორც, ექსპერიმენტის, წარუმატებლობის ან აღმოჩენების ადგილი, რომელიც ხელოვნება ფართო პუბლიკისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ეს არის ადგილი, სადაც უხილავი ბარიერი თანამედროვე ხელოვნების დამთვალიერებელსა და გალერეების სტერილურ, სტრესულ ატმოსფეროს შორის - ნადგურდება, რადგან გამოფენები გარედან ჩანს 24/7 და გამვლელებს შეუძლიათ ისიამოვნონ, ან უგულებელყონ ის, რაც ჩვენს ვიტრინაში დახვდებათ.

პატარა გალერეის გამოფენები, წარმოდგენები, ან უბრალოდ ზეიმი ყოველთვის სიყვარულით იქმნება, გაუთავებელი ცნობისმოყვარეობით აღძრული,დიდი შრომის მეშვეობით ხორციელდება. და სხვა ყველაფერისგან განსხვავებით, პატარა გალერეა სამუდამოდ იარსებებს.