ემინ ალიევი – ტრიალი და დაბრუნება

 

6 -28 აპრილი, 2024

“ტრიალი და დაბრუნება” თბილისში დაბადებული, ახალგაზრდა აზერბაიჯანელი არტისტის, ემინ ალიევის პირველი სოლო გამოფენაა, რომელსაც პატარა გალერეა წარმოგიდგენთ.

გამოფენილია ემინის ნახატები, როგორც ტოტალური ინსტალაცია - საგამოფენო ოთახი სავსეა დაჭრილი კედლის ქაღალდით,რომელთა ერთიანობა ლაბირინთის/ტყის მსგავს სტრუქტურას ქმნის, რომელში მოგზაურობისას გზად სხვადასხვა პორტრეტები შეგვხვდება.

ნამუშევრები შეიქმნა 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში, მხატვრისთვის ურთულეს პერიოდში, ჯანმრთელობისა და ფინანსური პირობების გამო, მას სამხატვრო სკოლის მიტოვება მოუწია, გადაიტანა სერიოზული ოპერაცია და შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდი. კრეატიულობის ნაკადი და ხატვის ახალი სტილი, სწორედ ამ მძიმე პერიოდის შედეგად გაჩნდა.

იძულებითი, ჩუმი დამკვირვებლის თვალით დანახული დაკრძალვები, ქორწილები ბავშვი პატარძლებით, ურთულესი დაავადების დაძლევა, დედის უზარმაზარი როლისა და ძალის ხელახლა აღმოჩენა, საკუთარი დაუცველობის აღიარება და ჩაძირვა ოჯახური ზრუნვის კომფორტში - აისახა მის ხელოვნებაშიც - სურათებსა და მასალებში - სახლის რემონტის შემდეგ შემორჩენილ კედლის ფურცელზე კედლის და წყლის საღებავით დახატულიპორტრეტების წარსულიდან და ავტოპორტრეტები, ჩაგვცქერიან თვალებში და აღწევენ მომავალში.


ფოტოები: სანდრო სულაბერიძე
გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია