6-28 ივლისი, 2024
პატარა გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას "შაქრის ნატეხები”, ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მხატვრის მარი ბაბაევის პირველ სოლო შოუს.
"შაქრის ნატეხები” წარმოადგენს ბაბაევის მხატვრულ ხედვას სხვადასხვა მედიაში, მათ შორის ნახატებში, სკულპტურაში, ინსტალაციასა და ტექსტილის ნამუშევრებში. გამოფენის სათაური ბადებს სიტკბოსა და სტრუქტურული სისუსტის პარადოქსს, აღვიძებს საგნების დელიკატურ, მაგრამ გამძლე ხარისხს და მათ ღრმა საზოგადოებრივ ფესვებს, რომელსაც ბაბაევი იკვლევს.
არტისტი განმარტავს: „ჩემს აზერბაიჯანულ მემკვიდრეობაში, ჩემი გენეტიკური ხე ორ ნაწილად იყოფა - ერთის მისია მეორეზე ზრუნვაა. მეტაფორული კედლის მიღმა, მე მივყვები მისიის დინებას, რომ ვისაუბრო იმ ქალების სახელით, რომლებიც ცხოვრობენ სხვებისთვის, ცხოვრობენ სხეულებად და არა პიროვნებებად. ისინი ცხოვრობენ სახლებში თეთრი კედლებით, ფანჯრების გარეშე და აცვიათ შავი კაბები. კედელი ხდება სიმბოლური ბარიერი, რომელიც ჰყოფს მათ გარე სამყაროსგან. ამ რთული მოგზაურობის შუაგულში, მე მამოძრავებს რწმენა, რომ ტრადიციები არ უნდა გარდაიქმნას შემაჩერებელ ძალად. მათ უნდა ჰქონდეთ არსებობის გამდიდრების და არა შეზღუდვის ძალა.
გამოფენის ცენტრალური ობიექტი მარის ტექსტილის ინსტალაციებია, სადაც ის კაბების ნეგატიურ სივრცეებს აწყობს ნაჭრის ბალიშისებური ფაქტურით ქმნის. ეს ღრუ ფორმები გალერეაში კედლების სახით არის აშენებული. ეს ნახევრად ცარიელი კედლები, რომლებიც მაინც ინარჩუნებს თავის ფორმას, სიმბოლოა ქალების უხილავი ყოფნაისა და იმ გამძლე ძალისა, რომელიც ხშირად შეზღუდულია საზოგადოებრივი მოლოდინებით, კულტურული და რელიგიური მოთხოვნებით. სივრცეში გაბნეული კერამიკული ფეხსაცმელი, მოგვაგონებს ჭიანჭველებს, რომლებიც გარბიან შემოზღუდული სივრცეებიდან, ფარავენ კედლებს, იატაკს, მოიცავენ მთელს სივრცეს, მაგრამ მაინც, რატომღაც უხილავი რჩებიან.
ბაბაევის ნახატები ნარატივს ამდიდრებს სიურეალისტური გამოსახულებებით, მათ შორის ორსახიანი ავტოპორტრეტებით, კაბებისა და სახლის განმეორებითი გამოსახულებებით. ეს მოტივები ვრცელდება კაბისა და მისი ჩრდილის თექის სკულპტურაში, რომელიც თვალსაჩინოდ დგას გამოფენის ცენტრში.
"შაქრის ნატეხები” მეშვეობით ბაბაევი ცდილობს ტრადიციების გარდაქმნას გაძლიერების წყაროდ და არა შეზღუდვისა და ჩაგვრის ინსტრუმენტად.
მარი ბაბაევი (დ. 2003, თბილისი, საქართველო) ახალგაზრდა მხატვარია, რომლის პრაქტიკა მოიცავს ნამუშევრებს მრავალ მედიაში: გრაფიკა, ფერწერა, ტექსტილისა და ინსტალაციის ხელოვნება. მარი სწავლობს ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში VAADS თბილისში, საქართველო.
ფოტოები: ნატა ყიფიანი
გამოფენა არის "მდუმარე ალი, უხილავი ცეცხლი" გამოფენების სერიის ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია “ქალთა ფონდი საქართველოში” მიერ.
პატარა გალერეის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.