აკრაჭუნე კბილები

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ზუ კალინოვსკას პირველი პერსონალური გამოფენას  საქართველოში, "აკრაჭუნე კბილები".
5 - 27 ოქტომბერი.

ეს არის შრომის, სილამაზისა და ადამიანის სისუსტეების შესწავლა ხელოვანის თვალთახედვით: მინდვრები მოსავლის აღების დროს - გადააზრებული, როგორც ზრუნვისა და კრიტიკის ადგილი.

ამ გამოფენის ცენტრალური ნამუშევარი არის ნამდვილი კარტოფილსა და დელიკატური მინის ყლორტების კომბინაცია. ინსტალაციის ნაწილი დაფარულია ლატექსის კანით, რომელიც კარტოფილებზე ზემოდანაა გადაჭიმული, როგორც დამცავი ბრეზენტი და პარალელს ავლებს ადამიანის კანის სისუსტესთან, რომელიც, ლატექსის მსგავსად, მკაცრი გარემო პირობებისგან ხშირად დაუცველია, მაგრამ ამავე დროს ასრულებს დამცავის როლს. ეს ორმაგი ბუნება დაცვასა და დაუცველობას შორის ცენტრალურია კალინოვსკას ნაშრომში: ბუნებრივი - ხელოვნურის, სიძლიერე- მყიფეობის და ხილვადობა - უხილავობის წინააღმდეგ.

კარტოფილი, გამძლეობის, ადაპტირებისა და თავმდაბლობის სიმბოლოა - თვისებები, რომლებიც ზუსთვის და მისი პრაქტიკისთვის განუყოფელია. კარტოფილი ( ბოსტნეული, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ყველაზე რთულ პირობებში, კიდევ იშვიათად თუ აღინიშნება მისი მნიშვნელობის და ძლიერი თვისებებისთვის), ხდება მეტაფორა ქალების ხშირად უხილავი და დაუფასებელი შრომისა, განსაკუთრებით სოფლის კონტექსტში. შუშის კარტოფილის ყლორტების სიმრავლე კი ხდება ამ გამძლეობის ვიზუალური გამოვლინება, მათი დელიკატური, მაგრამ მდგრადი ფორმით, გაჭირვების ფონზე აყვავების უნარის მტკიცებულებაა. შუშის ყლორტების ცენტრალურ ნამუშევრად პოზიციონირებით, კალინოვსკა ხაზს უსვამს მყიფე, მაგრამ გამძლე ძალას, რომელიც მუდმივად თან ახლავს როგორც ბუნებას, ისევე ადამიანს.

გამოფენის სპონსორია ქალთა ფონდი საქართველოში.

ფოტოები: ნატა ყიფიანი