ფრთხილი მეთვალყურე

ანი გურაშვილი

"ჩემი ალის ბზინვარება უდაბნოს ქვიშის ციმციმა ნათებას ერწყმის. ნესტოებით ამოვისუნთქავ დედამიწაზე მარტოსული ადგილების ძრწოლას... ჩემი ფრჩხილები ბრჭყალებივით დაკლაკნილ-დაგრეხილია, ჩემი კბილები - ხერხივით ბასრი, ჩემს მოუსვენარ კუდს ეკალივით გამობმია ისრები, რომელთაც ვისვრი მარცხნივ და მარჯვნივ, ჩემს წინ და უკან. უყურე!"
სიმბოლური გამოსახულებები მხოლოდ მონაცემები არაა, ისინი მრავალფეროვანი შესაძლებლობების მატარებელი სიცოცხლის მარცვლებია. გამოსახულება ერთდროულად ფართოვდება და ვიწროვდება. ის აყალიბებს სიმბოლოს ამ კონკრეტული გამოცდილების პროცესში და იღვიძებს არქეტიპული რეალობა.

̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂̂
ანი გურაშვილი, დაბადებული 1990 წელს, ვენაში მცხოვრები ქართველი ხელოვანია. მან თბილისის სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა ფერწერის ფაკულტეტზე.
მისი ნამუშევრები უძველესი და შუა საუკუნეების სიმბოლოების თარგმანია. მრავალი მითოლოგიური სიმბოლოდან აღებული სხვადასხვა ელემენტი ერთად იყრის თავს დროებით კომბინაციებად. ეს ახალი დაჯგუფებები, რომლებიც თავისუფალია ისტორიული კონტექსტისგან, წარმოშობს თანამედროვე ინტერპრეტაციებს. გამოფენა "ფრთხილი მეთვალყურე" ამ პროცესის გამოწვევის კიდევ ერთი ცდაა.

გამოფენის მხარდამჭერია Propaganda.Network