ეკოლოგიის ნიმუშები / ცხოველური ფანტაზია

თეოდორ ნიმარკი

12 სექტემბერი - 14 ოქტომბერი 2020

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ გაცვლით გამოფენას კოპენჰაგენის სახელოვნებო სივრცესთან Salon 75.
მხატვრის, კინორეჟისორის, კურატორისა და კომპოზიტორის თეოდორ ნიმარკის ეკოლოგიის ნიმუშები / ცხოველური ფანტაზია-ს გამოფენა ტრიალებს ოთხი დიაგრამის/ ილუსტრაციის გარშემო, რომლებიც მხატვრის მომავალი ფილმის თხრობას ასახავს.
ილუსტრაციები შედგება მანიპულირებული გამოსახულების, არქიტექტურული გეგმისგან , აღწერითი ტექსტებიდან და მთხრობელის მოდელებიდან.
ნამუშევრის ინტერესის სფერო არის ადამიანისა და ბუნების სხვადასხვა სტადიების კვლევა და ეკოლოგიის ციკლურობა მისი შექმნის, გარდაქმნისა და საწყის წერტილზე დაბრუნების ეტაპების ჩათვლით. ამ ეტაპებს ავტორი სამ სახელს არქმევს : პირველყოფილი, თვალწარმტაცი და მეტამორფული.
“თხრობის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ურთიერთსაწინააღმდეგო განსხვავებები პირველყოფილსა და თვალწარმტაცს შორის, მთავარი ელემენტია თხრობის განვითარებისთვის. როგორც სამ ილუსტრაციაში ჩანს, (პირველყოფილი, თვალწარმტაცი და მეტამორფული), მთხრობელის მოდელში (აღებულია კარლ იუნგისგან) გამოსახავს შთამომავალს თვალწარმტაციდან პირველყოფილამდე და პირიქით. პირველყოფილი და თვალწარმტაცი ფენომენოლოგიურ კონცეფციებს შორის დამოკიდებულება წარმოიშობა მე -18 საუკუნეში, ბუნების, როგორც ფენომენის გაგების და დისტანცირებისგან და არა როგორც ეკოლოგიის და ევოლუციის გარდაუვალი ასპექტის. ზუსტად იგივე დაშორება დღესაც აქტუალურია, რადგან იგი მიჰყვება XXI საუკუნის აზროვნებას და მის დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილებებზე, სამრეწველო წარმოებაზე, ქსენოფობიაზე და ეკონომიკურ დაგროვებაზე.
მეტამორფოზა ასახავს როგორც მსახიობის ტრანსფორმაციას ადამიანიდან - მგლად (ან თვალწარმტაციდან პირველყოფილამდე). თანამედროვე ტექნოლოგიის ძირითადი ფუნქციური მნიშვნელობა, პირველ რიგში, დედამიწის იშვიათი მინერალებიდან მოდის, რომლებიც მაღაროებში მოიპოვება. ეს მასალები ყველა არსებული ობიექტის ეკოლოგიას ასახავს და განასახიერებს ადამიანსა და ბუნებას შორის მზარდი განსხვავების ერთობლიობას.
ნამუშევარი შთაგონებულია მოაზროვნეებითა და მწერლებით: ტიმოთი მორტონი (ჰიპერობიექტები, ეკოლოგია ბუნების გარეშე), უილიამ გილპინი (ტყის პეიზაჟები), კარლ იუნგი (მისი კონცეპცია Corascene Dog-ზე) და სნორი სტურლუსონი (პოეტური ედა). მხატვრის თხრობა იკვლევს დიალექტიკურ ურთიერთობებს ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებს შორის: ბიოლოგია და ინდუსტრია, ფანტასტიკა და რეალობა, წარსული და აწმყო, ძაღლი და მგელი, კარგი და ცუდი."