მასიური საწარმო

პატარა გალერეა დაბრუნდა! ჩვენი საყვარელი სივრცე ვაკის პარკთან მიმავალ მიწისქვეშა გადასასვლელში ისევ ჩვენია!
დათი კოპაძის პირველი პერსონალური გამოფენა, “Sizeable Enterprise”, ეძღვნება ადამიანებსა და ცხოველებს შორის რთულ და ხშირად ეთიკურად არასწორ ურთიერთობას და კონკრეტულად ყურადღებას ამახვილებს ძაღლების მოშინაურების 40 000 წლიან ისტორიაზე.
კოპაძის ინტერესი ამ თემით მისი ბავშვობიდან მომდინარეობს, რაც ახლახანს გაამძაფრა ბორზოით დაინტერესებამ. ამ ჯიშზე დაკვირვებამ კოპაძის ცნობისმოყვარეობა გააღვიძა ცხოველთა ფორმების მანიპულირების პრაქტიკის შესახებ, და მათ ადამიანის საჭიროებებსა და ესთეტიკურ პრეფერენციებზე მორგების ტრადიციებზე.
დათის მთავარი ინტერესი არის გამოიკვლიოს როგორ შორდებიან გარეული ცხოველები თავის რეალურ ინსტიქტებს და გენეტიკურად განსხვავდებიან თავიანთი ველური წინაპრებიგან. არტისტის მთავარ ინტერესს წარმოადგენს თუ რა გზის გავლა მოუწია ველურ არსებას რომ გამხდარიყო ადამაინის ერთგული თანამგზავრი, და რა საშიშროება იმალება ცოცხალი არსებების ამ გაუთავებელი ტრანსფორმაციის/მუტაციის/ჯვარედინი გამრავლების უკან.
გამოფენაზე წარმოდგენილია დათი კოპაძის ნახატები ტილოებზე და ქაღალდზე, რომლებიც ასახავს ამოუცნობი ცხოველების ჯიშებს, რომლებიც გადაიქცევიან რაღაც ჯერ კიდევ უცნობად, ტრიალებენ, მოძრაობენ, ქრებიან. ისინი არც სრულებით ცხოველურნი არიან და არც სრულიად სხვა, არამედ არსებობენ ზღვრულ სივრცეში ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის.
ამ ქაოსში კოპაძე ცდილობს ძაღლების მოშინაურების შემაშფოთებელ რეალობას დაუპირისპირდეს. შერჩევითი მეცხოველეობის პრაქტიკამ, რამაც გააჩინა ასობით ძაღლის ჯიში, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით, შეცვალა არა მხოლოდ ცხოველების ფიზიკური გარეგნობა, არამედ მათი ინსტინქტები, ქცევები და ზოგადი ჯანმრთელობაც კი.
ეს გამოფენა არის შესაძლებლობა ხელახლა წარმოვიდგინოთ ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობის მომავალი, სადაც სილამაზე და პატივისცემა ჰარმონიულ წონასწორობაშია.
დათი კოპაძე VAAADS სტუდენტია.