მიწიური კარის მცველები

6-29 სექტემბერი, 2024

პატარა გალერეა და ლავა არტ პროექტი მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ მიწიური კარის მცველები- ლონდონში მცხოვრები ხელოვანის, ლეა პორრეს სოლო გამოფენა თბილისში. ლეას სადებიუტო სოლო შოუ საქართველოში წარმოგვიდგენს ახალი ნამუშევრების სერიას, რომელიც იკვლევს წმინდასა და საერო სივრცეებს შორის ურთიერთობას და დროის წარმავლობას რიტუალად წარმოგვიდგენს.

პორრე გამოფენილი ინსტალაციით გალერეას სხვა განზომილების პორტალად გარდაქმნის. გალერეის კედლებზე განთავსებულია ციფრული პრინტები და ხის პატარა კარების სერია, იატაკზე კი მიმობნეულია ურბანული ნარჩენებიდან შენახული, ოქსიდიზირებული სკულპტურები, რაც სიღრმესა და სხვა სამყაროს ლანდშაფტს ქმნის.

პორრეს შოუ გალერეის სივრცეს წარმოგვიდგენს მნიშვნელოვანი ცვლილების და მოგზაურობის უწყვეტ რიტუალად, რომელიც სიმბოლურად გამოსახულია კარის ფიგურით. ლეას ნამუშევრებში კარები წარმოადგენენ მითოლოგიურ ელემენტებს, რაც დროის ციკლურ კონცეფციაზეა დაფუძნებული. ისტორიულად, კარი განსაზღვრავდა საზოგადოებრივ და პირად სივრცეებს. ის სხვადასხვა კულტურებსა და მითოლოგიებში აღიქმებოდა როგორც ელემენტი, რომელიც სხვადასხვა სამყაროებს აკავშირებს ერთმანეთთან, ისევე როგორც იანუსი, რომაული ღმერთი დასაწყისების, დასასრულებისა და გადასვლების, ღვთაებრივი კარის მცველი.

სახელი Ianitores terrestres (მიწიური კარის მცველები) სამ კართან დაკავშირებულ ღმერთთან ავლებს კავშირს: ფორკულუსსთან, ლიმენტინუსსა და კარდეასთან. განსხვავებით იანუსისგან, ღვთაებრივ კარის მცველთან, ეს ნაკლებად ცნობილი ღმერთები ხაზს უსვამენ ლიმინალური სივრცეების კონტროლის მნიშვნელობას [1] - ზღვარს არსებობის სხვადასხვა დონეებს შორის. შესაბამისად, ფიზიკური სივრცეები, რომლებიც გვყოფენ - საკიდები, კარები, ურბანული დაგეგმარება - და ის, რასაც ისინი ფარავენ/მოიცავენ. ხის სკულპტურული კარების ჩართვით, პორე ხაზს უსვამს ამ ზღვარის მნიშვნელობას, როგორც ჩვენს ყოველდღიურ, ასევე რიტუალურ ცხოვრებაში.

გამოფენის კედლებზე გამოფენილია პორეს 3D პრინტები, ნაგებობები, რომლებიც გვთავაზობენ ისტორიული და წმინდა ადგილების ღრმა რუკას. ეს ციფრული და ფიზიკური სამყაროს შერწყმა ზრდის გამოფენის ინტერაქტიულობას, მოუწოდებს რა მაყურებლებს განიხილონ ის, რაც დარჩა და ის, რაც წინ, კარის მიღმა გველოდება.

"თავის ძიებაში, ტრანზისტორიული ხედვების მისაღწევად, პორე ბუნდავს რეალობის, სიზმრებისა და ზღაპრების საზღვრებს," აცხადებენ კურატორები. "ეს დინამიური და მუდმივად ცვალებადი ინსტალაცია მაყურებლებს უქმნის დროის ისტორიასთან მიმართებაში გადააზრების საშუალებას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მომავლის შესახებ ახალ ხედვების განვითარებაში.”

გამოფენა სტუმრებს სთავაზობს დიდი მასშტაბის პორტალებისა და დამალული ელემენტების კვლევას, რომლებიც განლაგებულია მანდალას მსგავსი თანმიმდევრობით. საერთო ჯამში, ეს გამოფენა არის დასტური რომ წარსულის ხელახალი გააზრების ტრანსფორმაციულ ძალას შეუძლია შეგვცვალოს ჩვენ.

[1] Weinstock, S. (1946). Martianus Capella and the Cosmic System of the Etruscans. Journal of Roman Studies, 36(1-2), p. 106 doi:10.2307/298044.

გამოფენის სპონსორია ქალთა ფონდი საქართველოში და ქალაქ თბილისის მერია.

ლეა პორრე (. 1996) არის ფრანგ-ბელგიელი არტისტი, რომელიც ცხოვრობს ლონდონში, მისი ნამუშევრები უკავშირდება დროის, მეხსიერების, ისტორიისა და მითის ციკლური ბუნების შესწავლას. მისი უნიკალური კვლევითი პრაქტიკა ცნობილია ისტორიულ და წმინდა ადგილებთან ღრმა კავშირების შექმნით, რომელსაც იგი ოსტატურად ასახავს 3D სამყაროს შექმნით და მოწინავე ტექნიკის მეშვეობით, ქმნის ვიდეოების, ინსტალაციების, ქანდაკებების, ნახატებისა და ანაბეჭდების შთამბეჭდავ სერიას.



პორრე თავის ფიზიკურ და ადგილ-სპეციფიკურ ნამუშევრებში ლეა ქმნის ინსტალაციებს, რომლებიც მოგვაგონებსიდეო თამაშების ლაბირინთულ ქვესტებს. მისი ნამუშევარი არსებობს ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს შორის უნიკალურ დიალოგში, რომელიც ქმნის საოცარ გარემოს როგორც ონლაინ, ისე რეალურ ცხოვრებაში. პორრეს ინსტალაციები მოიცავს: ფართომასშტაბიანი კედლის ქაღალდებს, რომლებიც ასრულებენ პორტალების როლს მიმავალს მისივე CGI სამყაროებისკენ, რთულ სკულპტურულ ელემენტებსა და ორნამენტებს, რომლებიც ხშირად განლაგებულია მანდალას მსგავსი თანმიმდევრობებით და რომლებიც ხელს უწყობენ კვლევით და მედიტაციურ ამბულაციას.



ლეა პორრეს ნამუშევრები იფინება საერთაშორისოდ, მათ შორის: Pavillon Southway-ში და MAMO Modulor-ში მარსელში, ცენტრი პომპიდუს და ბრაუნსტონის ფონდში პარიზში, COB გალერეაში, Paradise Row Projects-ში, Tate Modern-ში ლონდონში, დიდი ბრიტანეთი. პორეს მონაწილეობა აქვს მიღებული Akademie Schloss Solitude-სა და ZKM Karlsruhe- ვებ რეზიდენციაში, იყო 2020 წლის Hash Award-ის მოკლე სიაში.

Lava Art Project არის კურატორი პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია ლონდონში, ესპანელი კურატორისა და AWITA წევრ ბელინდა მარტინისა და ესპანელი კურატორისა და მკვლევარის პაულა რამოს მოლას მიერ. LAVA-ს მიზანია კურატორული და პროდიუსერული მომსახურება გაუწიოს ახალგაზარდა არტისტებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მედიასა და შემოქმედებითი პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. ისინი მხარს ვუჭერთ ახალგაზრდა მხატვრებთან მუშაობის ახალ მოდელებს, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ გუნდურ მუშაობაზე და სპეციალიზირებულია შემოქმედებითი ნიჭების აღზრდასა და კარიერის განვითარებაზე.

ბოლო წლებში LAVA-მ მოამზადა და აწარმოა რამდენიმე ხელოვნების გამოფენა და პროექტი საერთაშორისო დონეზე, როგორიცაა "Deprisa, deprisa", Kupfer Space, ლონდონი (2023); Habitación Número 34, მადრიდი (2020-2023) მატერიალური სამყარო: პოსციფრული ფიზიკურობა“, The Clemente Center, New York (2022); „No es propio de esta época“, Centro Cultural Las Cigarreras, Alicante (2022); „Zona Cero“ Espacio Cultural El Tanque-ში, სანტა კრუზ დე ტენერიფეში (2021); Organ Vida Festival, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ზაგრები (2020).

@leaporre 
www.leaporre.com

@lavaproject www.lavaproject.com