მარია ლეონენკოს პერფორმანსი წარმოდგენილია უსახელო გალერეასთან თანამშრომლობით
26 თებერვალი / 20.00-21.30
„ვიპატიჟებ ყველას, ვინც გალერეას ესტუმრება, მეგობრები ხართ თუ მტერი, მონაწილეობა მიიღოთ ჩემს პერფორმანსში.
„მოლაპარაკების მაგიდა“ გულისხმობს სოუზის გაზიარებას არასტაბილურ მაგიდაზე, რომელიც მოძრაობს ზევით და ქვევით, როგორც აიწონა-დაიწონა. თქვენს თითოეულ მოძრაობას აქვს წონა, რაც გვაძულებს საჭმელი ფრთხილად მივირთვათ, რათა ორივე მონაწილე სუფთა გამოვიდეს თამაშიდან.
თქვენი და თქვენი პარტნიორის სხეულის პატარა მოძრაობები მოგცემთ შანსს მოაგვაროთ კონფლიქტები ან გაუგებრობები იმ თანაგრძნობით, რომელსაც თქვენ აჩვენებთ ერთმანეთს.”
მარია ლეონენკო @marileonenko არის ვიზუალური მხატვარი, შემსრულებელი, ქვიარი და ფემინისტი კიევიდან, უკრაინა. მის პრაქტიკაზე გავლენას ახდენს კონცეპტუალური და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ხელოვნება და ავითარებს ურთიერთობების ესთეტიკისა და სოციალური პრაქტიკის კონცეფციებს, ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომის ხედვის მეშვეობით. ლეონენკოს ნამუშევრები სკულპტურაში, ვიდეოში და ადგილ-სპეციფიკურ ინსტალაციაში ასახავს მის ღრმა ერთგულებას ხელოვნებისა და საზოგადოების კომპლექსური ურთიერთქმედების შესწავლაში. მისი პრაქტიკას ახასიათებს ჩვენი დროის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე ფოკუსი.