სათუთად მატარე

7-30 ივნისი, 2024
პატარა გალერეას აქვს პატივი წარმოგიდგინოთ “სათუთად მატარე”, Levi Deni (მარიამ გაბრიჭიძის) პირველი პერსონალური გამოფენა.
ნახატების, ქანდაკებებისა და ინსტალაციის ამაღელვებელი გამოფენა ეხება ქალების უხილავი შრომას, იმ ინფორმაციულ ნაკადს და სხვადასხვა ცოდნებს, რომელბიც ისტორიულად თაობებს გადაეცემა, არა როგორც „საგმირო“ საქმეები, არამედ მარტივი საყოფაცხოვრებო საქმიანობით, როგორიცაა საჭმლის მომზადება, სარეცხის გაფენა ან ნაწნავის დაწნა.
პატრიარქალურ სისტემაში, რომელშიც ხშირად დაუფასებელია ქალთა ისტორიები და მათი შრომა ხშირად მითვისებულია, სწორედ ამ სამყაროში ჩვენი დედები, დეიდები, ბებიები ახერხებდნენ ზრუნვით, რიტუალებით თუ საყოფაცხოვრებო საქმიანობით უმარავი ცოდნა გადმოეცათ და გადმოეთარგმნათ იმ საქმეებში რისი კეთების უფლებაც ქონდათ. ეს გამოფენა ფოკუსირდება ამ უხილავ ისტორიებზე, აღნიშნავს რა დახვეწილ, მაგრამ გამძლე გზებს, რომლითაც ქალები ზემოქმედებდნენ მსოფლიოზე.
გაბრიჭიძის შემოქმედება ასახავს ამ უხილავი ცოდნის არსს, რომელიც ჩვენში თმასავით იზრდება, მხოლოდ იმისთვის, რომ აღმოცენდეს და დაგვიკავშირდეს სამყაროსთან. ეს არის მელანქოლიური, მაგრამ ჯადოსნური სივრცე, სადაც მოგონებები და მემკვიდრეობით მიღებული სიბრძნე ქმნის ძაფებს, რომლებიც გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენს საერთო მემკვიდრეობასთან.
საგამოფენო სივრცე თავად იქცევა ცოცხალ ინსტალაციად, ნაწნავები ფუნქციონირებს როგორც ტანსაცმლის საშრობი თოკები, რომლებიც გალერეაში ობობის ქსელივით არის გადაჭიმული. ამ ნაწნავებს უჭირავს სხვადასხვა საგნები და ნახატები, ქვეჩარჩოებიდან ამოჭრილი ტილოები ტანისამოსივით ჩამოკიდებულია. ეს გამოსახულება სიმბოლოა ქალთა გამოცდილების, ურთიერთდაკავშირებისა და გზების, რომლითაც მათ უხილავი შრომას უკავია ყოველდღიური ცხოვრება საკუთარ მხარებზე, თნდაც ნაწნავებზე.
გამოფენა გიწვევთ დაფიქრდეთ ქალების ძალასა და გამძლეობაზე, იმ უხილავ ცოდნაზე, რომელიც ჩვენამდე მოვიდა. მათი ისტორიები ჩვენი არსებობის ძაფებშია ჩაქსოვილი, ქმნის რა ცოდნის, ზრუნვისა და სიყვარულის რთულ კოქტეილს. “სათუთად მატარე” არის ძღვენი ქალთა უხილავი შრომის გრძელვადიანი მემკვიდრეობისა და მძლავრი კავშირებისადმი და როგორც მარიამი ამბობს: “ეს უხილავი ცოდნები ჩემში თმასავით იზრდება და ასე გამოდის სამყაროში. სწორედ ამ მოგონებებით და ცოდნით შევდივარ კომუნიკაციაში სამყაროსთან. ეს არის მელანქლოიური, ამასთან ჯადოქრული ადგილი. იმედი მაქვს, რომ ეს უხილავი ძაფები, რომლებიც გამოვიდა ჩემიდან, დაუკავშირდება სამყაროს...”
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.
გალერეის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
ფოტოები: სანდრო სულაბერიძე