ღია კონკურსი

ია კონკურსი საგამოფენო წინადადებებისთვის (ჯგუფური ან სოლო)

2-30 იანვარი, 2024

ველოდებით წინადადებებს ხელოვანებისგან, კურატორებისგან და შემოქმედებითი ადამიანებისგან.

გამოგზავნეთ თქვენი იდეები პატარა გალერეაში გამოფენების, სპექტაკლების, ჩვენებების ან ჰეპენინგებისთვის.

ამ წლის ღია კონკურსისთვის არის სამი თემა:

თქვენს პროექტში უნდა იყოს:

პატარა გალერეა უპირატესობას ანიჭებს პროექტებს, რომლებშიც წარმოდგენილია ქანდაკებები/ინსტალაციები, ვიდრე უბრალოდ "ნახატები კედელზე”.

სამწუხაროდ, ვიდეო ან აუდიო ნამუშევრები არ გამოვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერფორმანის ან ერთდღიანი ღონისძიების ნაწილია.

ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა თანაბრად ნაწილდება არტისტსა და გალერეას შორის.

ამასთან, გამოფენიდან ერთი ნამუშევარი რჩება გალერეის კოლექციაში, მომავალში გალერეის მუშაობის გასაგრძელებლად გაყიდვის უფლებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვაფასებთ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ პატარა გალერეის მდებარეობას, ისტორიას, სოციალურ კონტექსტს და ზოგადად მეგობრულ განწყობას.

გთხოვთ გაეცნოთ გალერეას თქვენი პროექტის გაგზავნამდე!

გამოგზავნეთ თქვენი პროექტი, ესკიზი, პორტფოლიო და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისამართზე [email protected] ელ.ფოსტის სათაურით "OPEN CALL 2024".