კამილ ლევეკი და ლუსი ხაჰუტიანი
კურატორი ელენე კაპანაძე
ორ მოსაუბრეს შორის შემდგარი დისკუსიის მეშვეობით, კამილ ლევეკი და ლუსი ხაჰუტიანი, (ერთი მათთაგანი ფრანგია სომხური ფესვებით, მეორე კი სომეხი იმიგრანტი საფრანგეთში), ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებებს სამშობლოსა და მეხსიერების შესახებ. ორი თანამესაუბრე საკუთარ ისტორიებს უზიარებს ერთმანეთს, თუ როგორ ცვლის დრო მოგონებებს და როგორ აქცევს გადამხდარს რომანტიზირებულ ზღაპრებად.
გამოფენა ხაზს უსვამს საზოგადოების მელანქოლიურ ურთიერთობას მის მემკვიდრეობასთან და ხშირად არაერთგვაროვან დამოკიდებულებას მის დიასპორასთან. მოთხრობილი ამბავი მიჰყვება დროის კვალს, მის გავლენას მეხსიერებაზე და სიმართლეზე. ხელოვანებმა იმგავარად ააწყვეს დიალოგი, რომ მიზანმიმართულად დატოვეს ადგილი უზუსტობისთვის და სუბიექტური ინტერპრეტაციებისთვის.
სინამდვილეში გამოფენას ერთი ავტორი ყავს - კამილ ლევეკი, რომელმაც ნამუშევრების ნაწილი მიაკუთვნა ლუსი ხაუტიანს - საკუთარ ბებიას - მასთან შედარებით უფრო მსუბუქ ნარატივს. ერთი პასუხებსა და აღიარებას ეძებს, მეორე კი - შეჯამებასა და კონსტრუქციულ ტრანსმისიას. შინაგანი დიალოგი, დადგმული და განვითარებული, როგორც წარმოსახვითი საუბარი ოჯახის რამოდენიმე თაობას შორის, ხელოვანის მხრიდან ერთგვარი მცდელობაა ახალი ლექსიკური ველი შექმნას, რის მეშვეობითაც იგი საკუთარ იდენტობას გამოიკვლევს.
Კამილ ლევეკმა (დ.1985, პარიზი) დაამთავრა ბაკალავრიატი ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების განხრით პარიზის მე-8 უნივერსიტეტში, შემდგომ აიღო მაგისტრის ხარისხი სახვით ხელოვნებაში, უნივერსიტეტი ‘‘UCLA’’ (ლოს ანჯელესი). Იგი მუშაობს სხვადასხვა მედიაში, მათ შორის ფოტოგრაფია, კოლაჟი, ვიდეო და ინსტალიაცია. Მისი ნამუშევრების ნარატივი ყოველთვის საკმაოდ ინტიმურია, ხშირად ეყრდნობა პირად გამოცდილებებსა და დოკუმენტურ მასალას, რომელიც შემდგომ საინტერესოდაა გადააზრებულია შემოქმედებითად..
Კამილს უმუშავია ‘’UNHCR’’-ის რეპორტიორად სომხეთში და რედაქტორის ასისტენტად სააგენტოში ‘’Magnum Photos’’, პარიზი, რაც მის შემდგომ საქმიანობას, როგორც ფოტოგრაფს და გამომცემელს, ძალიან დაეხმარა. Იგი კოლექტივ ‘’LIVE WILD’’ დამაარსებელი და წევრია და საგამომცემლო სახლის ‘’ORPHEUS STANDING ALONE’’ თანადამაარსებელია. 2014 წლიდან ‘’LIVE WILD’’-თან ერთად იგი ექსპერიმენტირებს ისეთ თემებზე, როგორიცაა იდენტობა, ანონიმურობა და ავტორობა. Მისი ნამუშევრები ხშირად ქვეყნდება ონლაინ და სხვადასხვა პუბლიკაციაში, და იფინება ინტერნაციონალურად.
Მას უცხოვრია საფრანგეთში, სომხეთსა და შეერთებულ შტატებში. Იგი ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში, საფრანგეთი.