პატარა გალერეა გეპატიჟებათ თინა სირაძის პირველ პერსონალურ გამოფენაზე "Hack my dreams, წყალს მოვუყევი"
გახსნა: 29 აპრილი, 16-19სთ
გამოფენა გაგრძელდება 13 ივნისამდე.დასწრება ყოველთვის უფასოა!
მისამართი: ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელი
განსაკუთრებული მადლობა : @Pito Stf და @katie Silagadze
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვანის ინტერესების ფართო არეალის ილუსტრაციაა - იქნება ეს რობომექანიკა, ბუნებრივი მოვლენები, სტიქიური უბედურებები, საკუთარი ავტოპორტრეტები თუ ინტერეტში ნაპოვნი გამოსახულებები, რომლებიც ერთ ახალ რეალობას ქმნის საგალერეო სივრცეში: ვირტუალურისა და ფიზიკურის ერთობლიობას - სადაც, ნამუშევრები - ციფრულად შექმნილი კოლაჟები, სხვადასხვა ფორმით გვხვდება და უკვე ყბადაღებული „screen Generation”-ის ერთ-ერთი წარმომადგენელის თვალით დანახულ სამყაროს ნაგლეჯს წარმოადგენს - მღელვარე ბუნების ნაზავს ტექნოლოგიებთან და კაცობრიობის საზიარო სიზმრებთან, ხალხურ სიბრძნეებთან, საერთო შიშებთან, ზოგად კოდებთან და უძველეს სიმბოლოებთან.