ნაფლეთი, საზღვარი, ლიმბო

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ლოლას პირველ პერსონალურ გამოფენაზე "ნაფლეთი, საზღვარი, ლიმბო"
"წინაკარი,საზღვარი, სრულ სითეთრესა და სიშავეს შორის დარჩენილი უკვდავი ან მოკვდავი გამჭვირვალე,დატყვევებული სული.ხსნის წარმოდგენის არარსებობის განცდით,რომელიც ფიზიკურად დისაცოციაციის,დეპერსონალიზაციის და საკუთარი თუ სხვისი სახის აღრევის მიზეზი და შედეგია.
კათარზისის,დავიწყების და გახსენების გარეშე,სიკვდილის ხსოვნით ადამიანი გაჭედილია გაუკვალავ უნათლო სკნელში ადამიანური ყოვლად განუხორციელებელი სისხლით და წარსულისგან ნაჩუქარი სიკვდილით.
ჩემს ნამუშევრებში ვსაუბრობ უკვე არსებული და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოებით ან სიმბოლოებით,რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ მნიშვნელობა მინიჭებული.ყოველთვის არის საზღვარი და კვეთა ფიზიკურსა და აბსტრაქტულს შორის,სრულიად საპირისპიროდ შებრუნებული სიბნელე და სინათლე;სილამაზე და სიმახინჯე."