ვარდისფრად გადაბრუნებული უტოპია

კატარინა შტადლერი

„სურნელის გარდა, რით განსხვავდება ვარდი ეკლისგან?“
დღის ზმანების გადაბრუნებული სივრცეები. როდესაც რაიმე იმდენად მძიმედაა დატვირთული, რომ სიმბოლო მრავლდება. რაიმე იმდენად გადატვირთული, რომ ის უმეტესი შეკითხვის პირველი პასუხია. ნატურმორტად ქცეულა, რომელსაც ვინმეს წარმოსახვის ნაცვლად, გარემო განაპირობებს.
რაიმე რაიმეს ნიშნავს და არ გულისხმობს რაიმეს. რაიმე წარმოსახვითაა წარმოდგენილი, როგორც მოცემულობა.

ნატურმორტი. მოძრაობაში გაყინული ფილმის კადრი, რომელშიც ვინმე იმყოფება. იქ (არ)არსებობს სივრცე, სადაც საკუთარ თავს განათავსებ. მე. ჩვენ. აალებულნი, ალბათ, მხოლოდ ციმციმით. უტოპიის გაბედვით. ციმციმი. და გამორთვა.

კატარინა შტადლერი არის თბილისში მცხოვრები კონცეპტუალური ხელოვანი და მწერალი. პროცესზე დაფუძნებული, ინტერდისციპლინარული და სხვადასხვა მედიის ნამუშევრებით ის განიხილავს იდეოლოგიის, პოლიტიკისა და სხვა სოციალური წარმოდგენების დისკურსებს.
http://katharinastadler.com/

გამოფენა მოეწყო Propaganda.network-ის მხარდაჭერით.

14 - 28 თებერვალი , 2018